istoriuli soflebi  
  
 
 
 

muco

მუცო — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტშიმდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი. ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ.

სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა საუკუნეზე მეტი ხანია, შუა საუკუნეების გამაგრებული, საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაახლოებით 40-მდე სახლია განლაგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე. ამჟამად ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი მუცოში. მათ შორის, ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მუცო, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფა: ზემოთ უფრო ძველი შეთეკაურთ უბანია და მეორე შედარებით ახალი — დაიაურთ უბანი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა. ტურისტებისა და მთამსვლელების საყვარელი ადგილი — მუცო, საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია.

ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. მუცოელები განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს იცავდნენ. გადმოცემის მიხედვით, საგანძური დღესაც მუცოს ახლოს, მაღალ მთებშია დაცული და რჩეულის მოლოდინშია.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

მუცოში, ძირითადად, ორი გვარი სახლობდა: შეთეკაურები და დაიაურები.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 15 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[3] 138 73 65
2002[4]  49 28 21
2014[1]  15 9 6

 


მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი შატილი
კოორდინატები 42°36`24″ ჩ. გ. 45°12`28″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1880 მ
მოსახლეობა 15 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

თორღვაის კოშკი